2021-04-12
შრომის ინსპექციის უფროსი დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდება
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები ბექა ფერაძეს დისტანციურ ფორმატში შეხვდებიან.
შეხვედრაზე განსახილველი საკითხები:
- სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა;
- შრომის უსაფრთხოების პირობების ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები;
წევრი კომპანიების წარმომადგენლებს, შესაძლებლობა გაქვთ წინასწარი წერილობითი ფორმით მოგვაწოდოთ ინფორმაცია საინტერესო საკითხების შესახებ, რომლებზე პასუხებიც წინასწარ მომზადდება შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან.
შეხვედრის თარიღის შესახებ ინფორმაციას რეგისტრირებული პირები ელ-ფოსტაზე მიიღებენ.