კლუბის შესახებ
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა კლუბი
„შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებულ სპეციალისტთა კლუბი“ 2019 წლის 14 ნოემბერს ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ინიციატივით დაარსდა და წარმოადგენს ერთადერთ პროფესიულ გაერთიანებას დარგში. კლუბის ფასეულობა ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს ეფუძნება და იცავს შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარებასთან დაკავშირებულ ინტერესებს.
მისია:
შრომის უსაფრთხოების სფეროს და ამ დარგში მოღვაზე პროფესიონალების განვითარება ქვეყანაში ისეთი ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექნისთვის, რომელიც პოზიტიურად აისახება როგორც დასაქმებულებზე, ისე დამსაქმებლებზე და ამასთან, დაგვაახლოებს დასავლურ სტანდარტებთან.
მიზნები:
- სფეროს განვითარებაზე და საზოგადოებაში დარგის/სპეციალობის პოპულარიზაციაზე ზრუნვა
- სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება
- დარგში მოღვაწე სპეციალისტებს და დაინტერესებულ მხრეებს შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბება
- სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ წევრების ინფორმირება
- ახალი შესაძლებლობების შექმნა
- პროფესიული ინტერესების წარდგენა და დაცვა (კარგად, მაგრამ პროფკავშირულად ჟღერს) L
დაგეგმილი აქტივობები:
- შრომის უსაფრთხოების სფეროში ყოველწლიური კონფერენციების ორგანიზება სფეროში არსებული გამოწვევების, შესაძლებლობების და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ;
- შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOE) და ადგილობრივი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება ტენინგების/ვორქშოფების და სასწავლო კურსების საშუალებით;
- საგანმანათლებლო და ნეთვორქინგის გაძლიერების მიზნით გასვლითი ტურების ორგანიზება; სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ორგანიზება არაფორმალურ გარემოში;
- ერთიანი საიინფორმაციო და საკომუნიკაციო პლატფომის შექმნა - კავშირების გამარტივება როგორც პროფესიონალებს, ისე დამსაქმებლებსა, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სპეციალისტებს შორის;
- მედია აქტიურობა - საზოგადებაში სფეროს პოპულარიზება და ზოგადად ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა;
- სფეროს განვითარებისთვის წამახალისებელი ღონისძიებების ორგანიზება (დაჯილდოებები, კონკურსები და ა.შ.);
- დარგში არსებული პრობლემების სისტემატური კვლევა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
- საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ გავრცელება წევრებს შორის და შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან შეხვედრების ორგანიზება;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების სამუშაო დარგების მიხედვით სეგმენტირება და სფეროს საჭიროებების მიხედვით მათი უნარების, ცოდნის და გამოცდილების გაღმავებაზე ზრუნვა;
საერთაშორისო პარტნიორები
შრომის საერთაშორიო ორგანიზაცია (ILO)
დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია (IOE)
Bildungswerk der Wirtschaft Mecklenburg-Vorpommern e.V.