კომპანიის შესახებ

კომპანიის შესახებ

ბიზნეს გაერთიანება - „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ 2005 წლიდან კომპანიებს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით სრულ მომსახურებას სთავაზობს, რომლის მიზანია დაეხმაროს ბიზნეს სუბიექტებს შესაბამისობაში მოვიდნენ არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნებთან, არამედ საერთაშორისო სტანდარტებთან.

მრავალწლიანი გამოცდილების, დაგროვილი ცოდნის, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისა და გახორციელებული პროექტების საფუძველზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ლიდერი ორგანიზაციაა შრომის უსაფრთხოების სერვისების მიმართულებით.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას“ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სფეროში არა მხოლოდ სერვისების შეთავაზების, არამედ პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია, ვინაიდან წარმოადგენს სამმხრივი  სოციალური პარტნიორობის კომისიის წევრს მთავრობასთან და პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად.

ამ სფეროში დამსაქმებელთა ასოციაციის მომსახურების ხარისხის გარანტიაა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) პარტნიორობა. დამსაქმებელთა ასოციაციის გუნდი (ტრენერები, ექსპერტები, სპეციალისტები) გადამზადებული არიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სატრენინგო ცენტრში (ITC ILO) და მათი კვალიფიკაცია აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამასთან, ILO მხარს უჭერს დამსაქმებელთა ასოციაციას შრომის უსაფრთხოების სერვისების გაძლიერებისა და გარანტირებული ხარისხის შეთავაზების მიმართულებით.

დამსაქმებელთა ასოციაციის საქმიანობაში მნიშვნელოვანი როლი უკავია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, განათლების უზრუნველყოფას, კომპანიების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შემუშავებული სრულყოფილად გამართული სისტემების ჩამოყალიბებას.

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წევრი კომპანიები შრომის უსაფრთხოების სერვისებზე შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ!