სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი ურთიერთობების შესახებ
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს გლობალური შეთანხმების ქსელის მიერ გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შრომითი ურთიერთობებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.
შეხვედრა გახსნეს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
- ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
- დისკრიმინაციის აღმოფხვრა დასაქმების ადგილას;
- შრომის კოდექსში შესული ცვლილებები;
- შრომის ინსპექციის უფლებამოსილება და მისი ფარგლები;
- შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები;
- შრომის ინსპექციის სამსახურის პრაქტიკა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უძღვებოდნენ კომპანია „JG Couselors“-ის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ აბუთიძე და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტი ზურაბ ჩხეიძე.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.