2019-10-19

COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების მენეჯმენტი და შრომის უსაფრთხოება

COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების მენეჯმენტი და შრომის უსაფრთხოება

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შეთავაზება

ბიზნეს გაერთიანება - „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ შრომის უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი საქმიანობის და მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა შუამდგომლობის პაკეტი კომპანიებისთვის, რომლებიც  კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში სურთ, მოიპოვონ ინდივიდუალური ნებართვა.

შემუშავებული მომსახურების პაკეტის ფარგლებში დამსაქმებელთა ასოციაცია იღებს პასუხისმგებლობას  კომპანიებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე, რაც თავის მხრივ გარანტია გახდება ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების მოთხოვნის დაკმაყოფილებვისთვის. ამასთან, აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებით დამსაქმებელი მინიმუმამდე დაიყვანს სამუშაო ადგილზე კორონავირუსის (COVID-19)  გავრცელების რისკს დასაქმებულებს შორის.

 

 შეთავაზება მოიცავს:

ადმინისტრაციული მხარდაჭერა

  • მუნიციპალიტეტებთან კომპანიის ინდივიდუალური მოთხოვნის მხარდაჭერა და კონსულტაცია საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის.

 

უსაფრთხოების ღონისძებები:

უზრუნველვყოფთ ყველა იმ ღონისძიების გატარებას, რომელსაც მოითხოვს სახელმწიფო მეწარმე სუბიექტებისგან იმისთვის, რომ კომპანიებმა შეუფერხებლად განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა

ინფექციური დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის (საგანგებო სიტუაციების გეგმა) შემუშავება და დანერგვა კომპანიაში, რომელიც დაგეხმარებათ COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების წარმართვაში. კერძოდ:

  • ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის შემუშავება;
  • ინფექციის პრევენციის ძირითადი ღონისძიებების გატარება;
  • კონტროლის ღონისძიებების იერარქიის შემუშავება და დანერგვა;
  • COVID -19 ის მიმართ თანამშრომელთა ინფიცირების კლასიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • სამუშაო ადგილების მიმართ, რომლებიც კლასიფიცირებულია ინფიცირების ძალიან მაღალი ან მაღალი რისკის მქონედ გამოქვეყნებული რეკომედაციების შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • ცაკლეული სექტორების მიხედვით გამოქვეყნებული რეკომენდაციების შესაბამისად კომპანიების საქმიანობის უზრუნველყოფა.

 

მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად კომპანიის ზომის და სამუშაო მოცულობის გათვალისწინებით.

 

მის.: თბილისი, . ბელიაშვილის . #106  

მობ.: 514 088 888,   514 077 777

ელ-ფოსტა: pr@employer.ge

www.employer.ge