2020-04-28

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ზოგადი რეკომენდაციები განისაზღვრა

კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით ზოგადი რეკომენდაციები განისაზღვრა

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით (№01-149/ო) განისაზღვრა ზოგადი რეკომენდაციები.

საგანგებო მდგომარეობის ვადით ბრძანება ავალდებულებს დაშვებულ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელს სამუშაო ადგილზე, სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აღრიცხოს იგი.

ბრძანების დანართი მოიცავს ზოგად რეკომენდაციებს ყველა ტიპის საქმიანობისთვის (დანართი №1) და შემდეგი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებლებისთვის:

1. სამშენებლო სექტორისთვის (დანართი №2);
2. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის პერსონალისთვის (დანართი №3);
3. სასტუმროს პერსონალისა და სტუმრებისთვის (დანართი №4);
4. მომსახურების სექტორისთვის (ბანკები, აფთიაქები და სავაჭრო ობიექტები) (დანართი №5);
5. სატრანსპორტო სექტორისთვის (დანართი №6);
6. სამთო-მოპოვებითი სექტორისთვის (დანართი №7);
7. დამამუშავებელი მრეწველობის (კარიერის დამუშავების, არალითონური მინერალური პროდუქტების, ლითონის მზა ნაწარმის, კოქსისა და ნავთობპროდუქტების, ტექსტილის, ტანსაცმლის, ტყავის, ქაღალდის, რეზინის, პლასტმასის, მინის, მანქანებისა და მოწყობილობების, ხე-ტყის, ხის და კორპის) საქმიანობებისთვის (დანართი №8);
8. საგამომცემლო საქმიანობებისათვის (ბეჭდური მედიის, წიგნების და ბროშურების გამოცემა)(დანართი №9);
9. ელექტროენერგიის მიწოდების, წყლის დაგროვება/დამუშავება/განაწილებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით (დანართი №10);
10. დასაქმებულთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით (დანართი №11);
11. მომსახურების/საოფისე (ოპერატორები, კერძო დაცვითი და საადვოკატო საქმიანობა, ავოტექმომსახურება, პრესის ჯიხურები, სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, საბაჟო საწყობები, სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები, სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები, კომპიუტერული დაპროგრამება-კონსულტირება, საინფორმაციო სამსახურების საქმიანობები, სადაზღვევო და სალიზინგო, სარეკლამო სააგენტოების საქმიანობები, სააღრიცხვო-საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები, საგადასახადო კონსულტირება, საკონსულტაციო საქმიანობები, ბიზნესისა და მართვის, არქიტექტურული საქმიანობები, იურიდიული მომსახურება, საინჟინრო-საკონსულტაციო საქმიანობები, ონლაინ ვაჭრობა, ყველა სახის დისტანციური მომსახურება, აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ შემფასებელი პირების საქმიანობები, საგადასახადო სისტემის ოპერატორების საქმიანობები) სექტორისთვის (დანართი № 12);
12. სოფლის მეურნეობის (მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ცხოველთა სასაკლაოები, სასათბურე მეურნეობები) სექტორისთვის (დანართი №13);
13. წარმოების (ქიმიკატების, ფარმაცევული პროდუქტების წარმოება, წისქვილების, საკვები პროდუქტების: პურისა და პურ-ფუნთუშეულის, რძის და სხვა პროდუქტების საქმიანობა ) სექტორისთვის (დანართი №14);
14. მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“/„საკურიერო სერვისი“) საქმიანობებითვის (დანართი №15).

რეკომენდაციები იხილეთ ბმულზე:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4845540…