დასრულებული

ტრენინგი შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

ტრენინგი შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები.”

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა კომპანიების ინფორმირება ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ, როგორებიცაა შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და დასაქმებულის სოციალური გარანტიები, დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, შრომის ანაზღაურება, პასუხისმგებლობა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, შრომითი ურთიერთობის მონიტორინგი, ინფორმაციის მიწოდებისა და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კონსულტაციის გამართვის ხელშეწყობა და სხვ.

ტრენინგს, რომელიც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ გახსნა,  ესწრებოდნენ GEA-ს წევრი კომპანიების იურისტები და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები.

ტრენინგს უძღვებოდნენ  ნიკოლოზ აბუთიძე – იურიდიული კომპანია JG Counselors-ის აღმასრულებელი დირექტორი და შრომის სამართლის ექსპერტი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი ანა დევდარიანი.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წევრ კომპანიებს მსგავსი ფორმატის ტრენინგებსა და სემინარებს სისტემატიურად შესთავაზებს.