დასრულებული

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში მიმდინარეობს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მოსამზადებელი კურსი მათთვის, ვისაც ეწურებათ სერტიფიკატის მოქმედების ვადა და სურთ ჩააბარონ სავალდებულო გამოცდა აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივების მიზნით.

36 საათიანი სატრენინგო პროგრამა ითვალისწინებს ყველა იმ მოდულის გავლას, რომელიც მსმენელებს დაეხმარება წარმატებით ჩააბარონ სააკრედიტაციო გამოცდა და მოიპოვონ შესაბამისი სერტიფიკატი.

კერძოდ, განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა

1. შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში;

2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”;

3. „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;

4. ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით;

5. საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში;

6. საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა;

7. საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება;

8. პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი;

9. ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები;

10. საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები;

11. ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები;

12. უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში;

13. გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საევაკუაციო გეგმა;

14. გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში;

15. ტვირთის გადატანა;

16. სიმაღლეზე მუშაობა;

17. აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები;

18. შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას;

19. ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები;

20.სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა;

21. შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში;

22. შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში;

23. შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში;

24. შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას;

25. შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში.

კურსს უძღვებიან საერთაშორისო აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების ექსპერტი/აუდიტორი გიორგი დონდუა და შრომის სამართლის ექსპერტი/ტრენერი ნიკოლოზ აბუთიძე.

კურსი მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ კაზუსს, სიმულაციებსა და დისკუსიის ნაწილებს.

კურსის დასრულების შემდეგ გამოცხადდება მიღება ახალი ჯგუფის დაკომპლექტებაზე.