დასრულებული

შრომის უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის სექტორში

შრომის უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის სექტორში

შრომის უსაფრთხოების მომსახურების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენელი კომპანიის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი შემდეგ თემებზე:

  • შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა;
  • არსებული საფრთხეები;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ნიშნები და ბარიერები;
  • საშიში ნივთიერებები;
  • სახანძრო უსაფრთხოება;
  • გარემოს დაცვა.

სექტორის მახასიათებლების გათვალისწინებით ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქვეწარმავლები, მწერებისგან კბენა და ალერგია, ამინდი, საშიში ქიმიური ნივთიერებები, ხელის იარაღები, მოძრავი ტექნიკა, ხანძარი და სხვ.

ტრენინგი ასევე მოიცავდა პრაქტიკული მაგალითების განხილვას.

ტრენინგს შრომის უსაფრთხოების მენეჯერი გიორგი გრიგორაშვილი უძღვებოდა.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის უსაფრთხოების აუთსორსინგულ მომსახურების ფარგლებში ნებისმიერი ტიპის კომპანიას სთავაზობს შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი კონსულტაციების გაწევას.