დასრულებული

შეხვედრა შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე

შეხვედრა შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით შრომის უსაფრთხოების კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანად ისახავდა, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის კონტრაქტორი კომპანიები მომზადებული შეხვდნენ შრომის ინსპექციის მხრიდან შრომითი უფლებების ინსპექტირების პროცესს.

საკითხი აქტუალურია, რადგან 2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექცია მონიტორინგს ახორციელებს არამხოლოდ შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნების დაცვის კუთხით, არამედ შრომის კოდექსით დადგენილი შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისითაც. აღნიშნული გულისხმობს კომპანიაში არსებული სამართლებრივი დოკუმენტების სრულყოფილ კვლევას, ნებისმიერ დასაქმებულებთან ფიზიკურ გასაუბრებასა და შრომითი პირობების შემოწმებას. დარღვევის დადგენის შემთხვევაში შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, გასცეს მითითებები, დააკისროს საჯარიმო სანქციები, ან მძიმე დარღვევის შემთხვევაში შეაჩეროს კომპანიის საქმიანობა.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განიხილე შემდეგი საკითხები:

· შრომის სამართლის ახალი საკანონმდებლო რეგულაციები;

· შრომის ინსპექციის მიერ დანერგილი პრაქტიკა;

· შრომით დავებთან მიმართებით სასამართლოში არსებული გამოწვევები;

· საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრას გაუძღვებოდნენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ აბუთიძე და იურისტი ანა დევდარიანი.