დასრულებული

დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტზე შენიშვნებს პარლამენტს წარუდგენს

დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტზე შენიშვნებს პარლამენტს წარუდგენს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ წევრ და პარტნიორ კომპანიებს „საქართველოს შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები გააცნო და მათი პოზიციები მოისმინა.

„განვიხილეთ მოსალოდნელი ინიციატივები და ცვლილებათა პაკეტი და წარმოიშვა სრულიად არგუმენტირებული და კონკრეტული საკითხები, რომელიც ცხადყოფს, რომ ბიზნესი მზად არ არის აღნიშნული ცვლილებებისთვის. კერძოდ, საუბარი შეეხო ზეპირი ხელშეკრულებების გაუქმებით მოსალოდნელ ბიუროკრატიას, სამუშაო დროის შეზღუდვას, სტაჟირების მექანიზმში გართულებულ პროცედურებს,  მინიმალური ანაზღაურების დაწესებას, შეთავსებითი სამუშაოს აკრძალვას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას და ა.შ. საბოლოო ჯამში, შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტი ევროკავშირის მოთხოვნებზე უფრო მკაცრ პირობებს უყენებს საქართველოში ბიზნეს სექტორს. ვგეგმავთ შეხვედრაზე იდენტიფიცირებული შენიშვნების შეკრებას და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში წარდგენას. ასევე ვითანამშრომლებთ ბიზნესომბუდსმენთან და ვიმედოვნებთ, რომ საკომიტეტო მოსმენებზე თანამშრომლობის რეჟიმში გარკვეული ცვლილებების მიღწევა იქნება შესაძლებელი,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ხცაკაია.

შეხვედრას, რომელსაც 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.