დასრულებული

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია 2018 წლის დეკემბრიდან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელ აკრედიტებულ პროგრამას ახორციელებს.

 130 საათიანი სწავლებას ამ ეტაპზე 80-მდე კომპანიის წარმომადგენელმა დაასრულა და სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა.  

გამოცდა მოიცავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ ყველა საკითხს.

ტესტირების ეტაპის გავლის შემდეგ მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცემათ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ამ ეტაპზე სწავლებას 200-მდე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გადის.

აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით ამ ეტაპზე მომეტებული საფრთხის მქონე სამუშაოთა ნუსხაში შემავალი კომპანიებისთვის სავალდებულოა სამუშაო ადგილზე დასაქმებული ჰყავდეთ სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის. 2019 წლის 1 სექტემბრიდან კი აღნიშნული კანონი ყველა ბიზნეს სექტორზე გავრცელდება.