მიმდინარე

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს - საოფისე-ადმინისტრაციული საქმიანობისთვის

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს - საოფისე-ადმინისტრაციული საქმიანობისთვის

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, დაგეგმილია ორდღიანი სემინარი თემაზე:  „შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს“ ადგილობრივი მოთხოვნები და საერთაშორისო პრაქტიკა საოფისე ტექნიკურ -ადმინისტრაციული საქმიანობებისთვის.

სემინარის მიზანია კომპანიებისთვის სფეროებისა და საქმიანობის გათვალისწინებით სრული ინფორმაციის მიწოდება  არსებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესახებ, ასევე როგორ უნდა დააკმაყოფილონ რეკომენდაციები და აწარმოონ შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა თავიდან აიცილონ საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებული პრობლემები, დასაქმებულთა და სხვა მხარეების დაინფიცირების რისკები და ფულადი ჯარიმები.

სემინარს წარუძღვება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სერტიფიცირებული ტრენერი - დავით ჩიჯავაძე.

სემინარი გაიმართება მიმდინარე წლის 8 და 10 ივლისს, 11:00 - 13:00 საათზე. 

სემინარზე დასწრების მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ ბმულზე  რეგისტრაცია.

ტრენინგის შესახებ

დღის წესრიგი