დასრულებული

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს - საწარმოო სექტორისთვის

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს - საწარმოო სექტორისთვის

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით გაიმართა ორდღიანი სემინარი თემაზე:  შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს - ადგილობრივი მოთხოვნები და საერთაშორისო პრაქტიკა საწარმოო სექტორისთვის.

სემინარის მიზანის წარმოადგენდა კომპანიებისთვის სფეროებისა და საქმიანობის გათვალისწინებით სრული ინფორმაციის მიწოდება  არსებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესახებ. ასევე, როგორ უნდა დააკმაყოფილონ რეკომენდაციები და აწარმოონ შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა თავიდან აიცილონ საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებული პრობლემები, დასაქმებულთა და სხვა მხარეების დაინფიცირების რისკები და ფულადი ჯარიმები.

სემინარს ეძღვებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სერტიფიცირებული ტრენერი - დავით ჩიჯავაძე.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით უკანასკნელი თვეების განმავლობაში COVID-19 პანდემიის პირობებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის თემატიკაზე კომპანიებს სექტორულ ჭრილში ტრენინგებსა და სემინარებს სთავაზობს.