დასრულებული

შრომითი ურთიერთობები გლობალური კრიზისის დროს

შრომითი ურთიერთობები გლობალური კრიზისის დროს

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ეგიდით მორიგი დისტანციური სემინარი გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების იურისტებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის.

სემინარს სახელწოდებით „შრომითი ურთიერთობები გლობალური კრიზისის დროს“ უძღვებოდნენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები შრომით სამართალში.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ წევრ კომპანიებს ათეულობით დისტანციური ტრენინგი/სემინარი შესთავაზა კონკრეტული ბიზნეს სექტორების პანდემიით გამოწვეული საჭიროებებსა და გამოწვევებზე საპასუხოდ.