დასრულებული

ბიზნეს სექტორმა შრომისა და უსაფრთხოების კომისია შექმნა

ბიზნეს სექტორმა შრომისა და უსაფრთხოების კომისია შექმნა

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ შექმნილია შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების კომისია, რომლის წევრები არიან ბიზნეს სექტორში დასაქმებული შრომის უსაფრთხოების მენეჯერები.

კომისიის მიზანია:
 სისტემატური სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, სამოქმედო გეგმის განსაზღვრა

 კომპანიების მოთხოვნების შესწავლა უსაფრთხოების სფეროში
 შრომის უსაფრთხოების საინფორმაციო ლინკის შექმნა

 შრომის უსაფრთხოების სფეროში წარმატებულ კომპანიებში ვიზიტები გამოცდილების გაზიარების მიზნით

 სამუშაო შეხვედრებზე შესაბამისი სამინისტროების და უწყებების მოწვევა

 საკანონმდებლო ინიციატივების (პროექტების) განხილვა და რეკომენდაციების მიწოდება სოციალური დიალოგის კომისიისთვის, რათა მაქსიმალურად მოხდეს ბიზნესის ინტერესების გათვალისწინება.

12 დეკემბერს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა აღნიშნული კომისიის წევრების შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსთან ქ-ნ ელზა ჯგერენაიასთან. როგორც ცნობილია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, მომზადებულია კანონპროექტი შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ, მზადდება ევროდირექტივების შესაბამისი რეგულაციები და შესაბამისი ნორმატული აქტები.

აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო ამ სტრუქტურული და მოსალოდნელი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს. სამუშაო შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის მხრიდან გამოითქვა გარკვეული შენიშვნები არსებული ნორმატული ბაზის შეუსაბამობის და სხვადასხვა უწყებების ფუნქციების პარალელიზმის შესახებ, რაც ზედმეტ ტვირთად აწვება ბიზნესს.

შეხვედრის ბოლოს გამოითქვა მოსაზრება რომ მომავალშიც გაგრძელდეს ასეთი შეხვედრები, რაც ორივე მხარისთვის სასრგებლო იქნება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას, როგორც სამმხრივი სოციალური დიალოგის წევრ ბიზნეს გაერთიანებას აკისრია შუამავლის როლი კერო სექტორსა და სახელმწიფოს შორის, რათა მაქსიმალურად ეფექტურად განხორცილდეს ურთიერთთანამშრომლობის პროცესი, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან ასევე პროფკავშირებთან.

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მიერ ჩამოყალიბებული კომისია გააგრძელებს მომავალში მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრებს, რათა ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად აისახოს საკანონმდებლო და ნორმატულ აქტებში.