დასრულებული

ტრენინგი თემაზე - რისკების შეფასება სამუშაო ადგილზ

ტრენინგი თემაზე - რისკების შეფასება სამუშაო ადგილზ

თებერვალს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებში. კერძოდ, თემაზე - „რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე“.

აღნიშნული სატრენინგო პროგრამა მომზადებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის ძირითადი პრინციპებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა შრომის ინსპექცია.

აღნიშნული სატრენინგო პროგრამის მიზანია, საწარმოში/ორგანიზაციაში სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, რისკების განსაზღვრის/შეფასების, მათი შემცირების, ან აღმოფხვრის მეთოდებისა და სისტემური მიდგომების შესწავლა. პროგრამა პრაქტიკული გამოყენებისაა და ასეთი სისტემის დანერგვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია.აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პირობებისთანამედროვე სტანდარტების და მიდგომების დანერგვა, საშუალებას იძლევა არა მხოლოდპერსონალის უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ ხელს უწყობს კომპანიის შემოსავლების ზრდას.
ტრენინგს უძღვებოდა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ცენტრის ILO–ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის) სერტიფიცირებული ტრენერი: ბ-ნი დავით ჩიჯავაძე.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული წევრი კომპანიების სამუშაო გარემოსა და პროცესების ევრო დირექტივების შესაბამისად მორგებაზე, რათა მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ შრომის ინსპექტირების შემოწმებას. ამ მიზნით, ასოაციაცია კომპანიებს სთავაზობს:

• შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადამზადებას;
• საკონსულტაციო მომსახურებას;
• სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენისა და რისკის შეფასების თემატიკაზე პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე;
• შრომის ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაში მხარდაჭერას.

ამდენად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია კომპანიების დახმარების მიზნით სისტემატურად აახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.