ტრენინგი შრომითი ურთიერთობების საკითხებში
დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი შრომითი ურთიერთობების საკითხებში. კერძოდ, „შრომის კანონმდებლობის პრობლემური ნორმები, პრაქტიკული მაგალითების განხილვით კომპანიის შრომის პოლიტიკის სრულყოფა“.
ტრენინგი რამდენიმე მიზანს ისახავდა, კერძოდ:
• მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშაონ სფეროს, როგორც მარეგულირებელი სარეკომენდაციო, ისე სამუშაოზე პრაქტიკულად გამოსაყენებელი ნორმები;
• შრომითი ხელშეკრულებების ფორმატის თაობაზე ხედვების შამოყალიბება და განხილვა;
• სადავო ნორმების განხილვა და საუკეთესო პრაქტიკის რანგში მონაწილეების მიერ სარეკომენდაციო შინაარსის კონსულტაციების მიშება ქალთა შრომითი უფლებების მარეგულირებელი ნორმების ფარგლებში.
• თემატიკასთან თანხვედრაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის კონვენციებითა და დირექტივებით განსაზღვრული ნორმების გაცნობა და პერსპექტივაში მათი ხელმძღვანელობის შესაძლებლობების განსაზღვრა.
ტრენინგს, რომელსაც უძღვებოდა შრომის საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის
ვიცე-პრეზიდენტი მიშა კორძახია, ესწრებოდნენ იურისტები და HR მენეჯერები.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ სისტემატურად სტავაზობს კომპანიებს მათთვის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე ტრენინგებს, რათა მაქსიმალურად ეფექტური და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობაზე მორგებული გახდეს მათი საქმიანობა.