დასრულებული

ტრენინგი - სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობა

ტრენინგი - სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობა

შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების აკადემიისა (OSH Academy) და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით კომპანია „ერ ეს ტელეკომის“ თანამშრომლებისათვის ჩატარდა კორპორატიული ტრენინგი შრომის უსაფრთხოების საკითხებში. კერძოდ, ტრენინგის თემატიკას წარმოადგენდა თემაზე „სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობა“.

ტრენინგი დაფუძნებული იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტიზებულ მოთხოვნებს სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობასთან მიმართებაში.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები:
• სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის წესები, თანმიმდევრულობა და პასუხისმგებლობები; მოთხოვნები დაცვის სისტემებისა და აღჭურვილობისადმი;
• კვანძები და მათი შეკვრა; თოკები და მათი ტიპები (თოკის გადაკიდება);
• ვარდნისგან დამცავი სისტემები;
• ზოგადი და სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები;
• აღჭურვილობის მოვლა;
• მოთხოვნები კიბეებისადმი (SOP1) და სხვა.

გარდა თეორიული ნაწილისა, ტრენინგის დატვირთული იყო პრაქტიკული სწავლებით, სადაც „ერ ეს ტელეკომის“ თანამშრომლებმა სამუშაო ადგილზე გაიარეს სიმულაციური სავარჯიშოები.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და OSH Academy ბიზნეს სექტორს მუდმივად სთავაზობს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კონსულტაციებს, ტრენინგებს, ლიტერატურას და სხვა სახის სერვისებს, რათა კომპანიები მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდენენ შრომის ინპექციის მონიტორინგს.