დასრულებული

ტრენინგი - პირველადი დახმარების კურსი არასამედიცინო პერსონალისთვის

ტრენინგი - პირველადი დახმარების კურსი არასამედიცინო პერსონალისთვის

ბიზნეს გაერთიანება GEA-ს ორგანიზებით 17 ივნისს გაიმართება ტრენინგი თემაზე:„პირველი დახმარების კურსი არასამედიცინო პერსონალისთვის“.

კურსის მიზანს წარმოადგენდა არასამედიცინო პერსონალისათვის ექიმამდელი პირველი დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, პირველადი დახმარების პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.

კურსი შეიქმნა არასამედიცინო პერსონალისათვის დაზარალებულთა პირველადი გადაუდებელი დახმარების შესასწავლად. მსმენელები გაეცნობიან პირველადი გადაუდებელი დახმარების რაობასა და მიზნებს. შეისწავლეს პირველი დახმარების გაწევა ტრავმის, სისხლდენის, ინტოქსიკაციის, გულისწასვლის, მოხრჩობის დროს. ასევე გულ-ფილტვის რეანიმაციას მოზრდილებში და ბავშვებში.

კურსი რომელიც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა, აგებულიაი იყო თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.

მსმენელები პრაქტიკულად დაეუფლნენ პირველი გადაუდებელი დახმარების გაწევის ტექნიკას მულტიფუნქციური მანეკენებისა და სიმულატორების გამოყენებით.