დასრულებული

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განიხილვა

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განიხილვა

დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) ორგანიზებით საქართველოში მოქმედმა ბიზნეს გაერთიანებებმა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი სამუშაო რეჟიმში განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტები და ხელმძღვანელი პირები შემდეგი ბიზნეს გაერთიანებებიდან: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია(GEA), საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია (GSMEA), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ამერიკის სავაჭრო პალატა და მოძრაობა KAR.GE.

შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ფორმატის და მასშტაბის მქონე განხილვა უპრეცედენტოა და მიზნად ისახავს ბიზნეს სექტორისთვის მაქსიმალურად მისაღები საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაზე, რათა უმტკივნეულოდ გახორციელდეს ცვლილებები შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.

სამუშაო რეჟიმში თითოეულმა ბიზნეს გაერთიანებამ წარმოადგინა საკუთარი ხედვა და არგუმენტირებული შენიშვნები კანონპროექტის შესახებ. აღნიშნული მოსაზრებები დამუშავდება და პარლამენტში კანონპროექტის დამტკიცების პროცესში მოხდება მათი ლობირება, რათა მაქსიმალურად აისახოს ბიზნესის ინტერესები შრომის უსაფრთხოების ახალ კანონში. შეხვედრა განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა, იმდენად თითოეულ ბიზნეს გაერთიანებას წინასწარ მომზადებული ჰქონდა საკუთარი შენიშვნები და ჯგუფში დისკუსიის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი მოსაზრებები.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვა უახლოეს კვირებში დაიწყება პარლამენტში.