დასრულებული

კორპორატიული ტრენინგი - პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ

კორპორატიული ტრენინგი - პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ

ბიზნეს გაერთიანება GEA-ს ორგანიზებით კომპანია „რომპეტროლის“ თანამშრომლებისთვის გაიმართება ტრენინგი თემაზე: „პირველი დახმარების კურსი არასამედიცინო პერსონალისთვის“.

კორპორატიული ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა არასამედიცინო პერსონალისათვის ექიმამდელი პირველი დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, პირველადი დახმარების პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.

კურსი შეიქმნა არასამედიცინო პერსონალისათვის დაზარალებულთა პირველადი გადაუდებელი დახმარების შესასწავლად. მსმენელები გაეცნობიან პირველადი გადაუდებელი დახმარების რაობასა და მიზნებს. შეისწავლეს პირველი დახმარების გაწევა ტრავმის, სისხლდენის, ინტოქსიკაციის, გულისწასვლის, მოხრჩობის დროს. ასევე გულ-ფილტვის რეანიმაციას მოზრდილებში და ბავშვებში.

კურსი რომელიც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა, აგებულიაი იყო თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.

მსმენელები პრაქტიკულად დაეუფლნენ პირველი გადაუდებელი დახმარების გაწევის ტექნიკას მულტიფუნქციური მანეკენებისა და სიმულატორების გამოყენებით.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სისტემატურად სთავაზობს კომპანიებს როგორც კორპორატიულ, ისე ჯგუფურ ტრენინგებს შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების თემატიკაზე, რათა კომპანიებში გაიზარდოს ცნობიერება ამ მიმართულებით და მომზადებულები შეხვდნენ შრომის ინსპექციის მონიტორინგს.