დასრულებული

შრომის უსაფრთხოების მენეჯერები გადამზადდნენ

შრომის უსაფრთხოების მენეჯერები გადამზადდნენ

იზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო სატრენინგო ცენტრის (ITC ILO) ექსპერტებტან ერთად შეიმუშავა გრძელვადიანი სატრენინგო კურსი ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადასამზადებლად.

ამ ეტაპზე დასამზადების პროგრამა დაასრულა 40-მდე კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა.
აღნიშნული თემატიკის შესაბამისად კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების მიმართ მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მოთხოვნების საფუძველზე შექმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და გაამკაცრა რეგულაციები ამ მიმართულებით.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დაშვებული შეცდომებით გამოწვეული ფატალური შედეგების გათვალისწინებით.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდენ კომპანიები და აძლიერებს თანამშრომლობას კერძო სექტორთან შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. კეროდ, კონსულტაციების, აუდიტის, კადრების მომზადება-გადამზადებისა შედეგად ასოციაციის წევრი კომპანიები მომზადებულები შეხვდებიან ახალი რეგულაციების აღსრულებას.

ტრენინგს კურსი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში 21 დეკემბერს დასრულდა წარმატებულ კურსდამთავრებულებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრისა (ITC ILO) და GEA_ს სერტიფიკატები გადაეცათ.
დამსაქმებელთა ასოიციაცია ბიზნეს სექტორიდან წამოსული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2018 წლის თებერვალში ელოდება მონაწილეთა მომდევნო ნაკადს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს სატრენინგო კურში ჩართვას.

შემაჯამებელი ღონისძიება 21 დეკემბერს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.