დასრულებული

დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორს შრომის უსაფრთხოების აუთსორსინგს სთავაზობს

დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორს შრომის უსაფრთხოების აუთსორსინგს სთავაზობს

ბიზნეს სეტორში არსებულ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემების საპასუხოდ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შეიმუშავა სერვისების ახალი პაკეტი - შრომითი ურთიერთობებისა და შრომის უსაფრთხოების აუთსორსინგი.

სიახლე, რომელსაც დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორს სთავაზობს განსაკუთრებით საინტერესო იქნება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, ვინაიდან ისინი, როგორც წესი, არ ფლობენ შესაბამის მატერიალურ და ადამიანურ რესურსს საწარმოს შიდა რისკებთან გასამკლავებლად.


დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიშა კორძახია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით TV პირველზე „საქმიან დილაში“ საუბრისას აღნიშნავს: „მცირე და საშუალო ბიზნესს აღნიშნული სერვისით სარგებლობა დაეხმარება ისეთი რისკების აცილებაში, როგორებიცაა 100 ლარიდან 50000 ლარამდე ჯარიმა და მათ შორის კომპანიის საქმიანობის შეჩერება, რაც თავის მხრივ დიდი დარტყმა იქნება როგორც ფინანსური, ასევე იმიჯის თვალსაზრისით.“


აუთსორსინგის სერვისების პაკეტი 5 კომპონენტს მოიცავს, რომლებიც ერთიანობაში უზრუნველყოფს კანონმდებლობისა და თანამედროვე სამეწარმეო მენეჯმენტის სტანდარტების დაცვით საწარმოში რისკების პრევენციისა და მასთან გამკლავების პოლიტიკის შემუშავებას, რაც აისახება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასა და შრომის ინსპექციასთან ურთიერთობაში.


შემუშავებული პაკეტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

 შრომითი ურთიერთობები;

 შრომის უსაფრთხოება;

 გარემოსდაცვითი რეგულირება;

 ადამიანური რესურსის მართვა და განვითარება;

 მესამე პირებთან ურთიერთობის სამართლებრივ კონსულტირებას.


დაინტერესეუბული კომპანიებისთვის მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით დამსაქმებელთა ასოციაცია შეიმუშავებს ინდივიდუალურ სამომსახურებო პაკეტებს.


ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია და გამოცდილება გააჩნია კომპანიებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი თემების შესაბამისი ისეთი სერვისების შეთავაზების მიმართულებით, როგორებიცაა აუდიტი, კონსულტირება, ტრენინგები და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.