დასრულებული

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე - „შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა - ახალი რეალობა და  გამოწვევები“, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულმა მხარეებმა იმსჯელელეს. კერძოდ, ILO, ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს ომბუდსმენი და კონკრეტული ბიზნეს სუბიექტებმა წარმოადგინეს საკუთარი პოზიციები ქვეყანაში იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ახალი კანონპროექტის დამტკიცებას მოჰყვება.

კონფერენცია მიზანად ისახავდა, ბიზნეს სექტორმა  მსჯელობის შედეგად დაიწყოს მუშაობა შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულების მექანიზმის შემუშავების პროცესში საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებაზე.

კერძოდ, შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის მიხედვით უახლოეს სამ თვეში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით უნდა შემუშავდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად, რისთვისაც ამ თემით დაინტერესებულ მხარეებს შორის უახლოეს პერიოდში დაიწყება საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებების პროცესი. დაგეგმილი კონფერენცია და მის შედეგად შემუშავებული დოკუმენტი აღნიშნული პროცესის დასაწყისია.

ამრიგად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაცია უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან/ექსპერტებთან ერთობლივი მუშაობით უკეთესი პოლიტიკური პოზიციონირების ჩამოყალიბებაზე იწყებს მუშაობას კანონის აღსრულების მექანიზმის შემუშავების კუთხით.

კონფერენცია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დაბაზში გაიმართა.