დასრულებული

ყაზახეთში შრომის უსაფრთხოების მენეჯერები დამსაქმებელთა ასოციაციის ტრენერმა გადაამზადა

ყაზახეთში შრომის უსაფრთხოების მენეჯერები დამსაქმებელთა ასოციაციის ტრენერმა გადაამზადა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ექსპერტი დავით ჩიჯავაძე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მოწვევით ყაზახეთში უძღვებოდა  შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადასამზადებელ ტრენინგებს.

ტრენინგის ფარგლებში ყაზახური კომპანიების შრომის უსაფრთხოების მენეჯერებმა ორ-თვიანი დისტანციური და 1 კვირიანი პირისპირი სწავლების პერიოდში გაიარეს ILO-ს მიერ შემუშავებული შრომის უსაფრთხოების 27 მოდული, რომელიც სრულად ამოწურავს იმ მიმართულებებს, რომელთა შესახებ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა უნდა ჰქონდეს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ მენეჯერს.