დასრულებული

დამსაქმებელთა და სადაზღვევო ასოციაციები დასაქმებულთა უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის შესახებ მსჯელობენ

დამსაქმებელთა და სადაზღვევო ასოციაციები დასაქმებულთა უბედური შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის შესახებ მსჯელობენ

"შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით, დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით. აღნიშნული მუხლი ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

აღნიშნულ კანონთან მიმართებაში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციას შეკითხვები აქვთ. სწორედ, ამ საკითხის შესახებ მსჯელობისა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით დამსაქმებელთა  და  სადაზღვევო ასოციაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს კანონში არსებული ხარვეზების, კერძოდ, იმ ბუნდოვანი და დაუზუსტებელი ნიუანსების შესახებ, რომელიც კანონში ამჟამად არსებულ ჩანაწერებშია.

 დამსაქმებელთა და სადაზღვევო ასოციაციების ხელმძღვანელმა პირებმა მოილაპარაკეს სამომავლოდ თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ, რათა განახორციელონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კანონის იმგვარად ფორმირებას, რომ ნაკლები წნეხი მიადგეს, როგორც სადაზღვევო სექტორს, ისე ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს, რომელიც კანონის მოქმედების არეალში მოუწევს ოპერირება.