დასრულებული

დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის უსაფრთხოების მენეჯერების აკრედიტებული პროგრამა ხორციელდება

დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის უსაფრთხოების მენეჯერების აკრედიტებული პროგრამა ხორციელდება

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის უსაფრთხოების  შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მოსამზადებელი პროგრამა შეიმუშავა და საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტაცია გაიარა.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციცაციამ  შრომის უსაფრთხოების მენეჯერების გადასამზადებელი  აკრედიტებული  პროგრამის  გახორციელება დაიწყო და მეორე ჯგუფს უმასპინძლა.

შრომის უსაფრთხოების მენეჯერები 130 საათიან სასწავლო კურსს გაივლიან და სახელმწიფოს მიერ აკრეფიტებული სპეციალისტის ხარისხს მოიპოვებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განსაზღვრულია ჯანდაცვის  მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის შესაბამისად მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაში მყოფი კომპანიები ვალდეული არიან, რომ  იქ დასაქმებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს გავლილი ჰქონდეს აღნიშნული აკრედიტებული პროგრამა და ფლობდეს შესაბამის სერტიფიკატს. ხოლო 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნული საკითხი სავალდებულო ხდება ნებისმიერი ბიზნეს ოპერატორისთვის.

დამსაქმებელთა ასოციაციაში კურსები სისტემატურად გაიმართება და სერტიფიცირებით დაინტერესებულ  შრომის უსაფრხოების სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ აღნიშნული პროგრამა.