დასრულებული

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების სასერტიფიკაციო გამოცდა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების სასერტიფიკაციო გამოცდა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მოსამზადებელი აკრედიტებული კურსი დღეს  40 კომპანიის წარმომადგენელმა დაასრულა და სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა.

საგამოცდო საკითხები, რომელიც კურსის მონაწილეებმა ჩააბარეს,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით გათვალისწინებული საკითხებს მოიცავდა. კერძოდ:

  • შესავალიშრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში;
  • საფრთხეებისიდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით;
  • სამუშაოადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა - აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება;
  • პროფესიულიდაავადებები - პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი;
  • ელექტროდა სახანძრო უსაფრთხოება;
  • პირველადისამედიცინო დახმარება;
  • ქიმიურინივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები;
  • ინდივიდუალურიდა კოლექტიური დაცვის საშუალებები;
  • შრომისჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები;
  • სიმაღლეზემუშაობა;
  • ეროვნულისაკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში;
  • დახურულ სივრცეში უსაფრთხოდ მუშაობა;
  • ამწე მექანიზმებთან უსაფრთხოდ მუშაობა;
  • ავტოკარის ანუ ჩანგლიანი სატვირთველას ექსპლუატაციის უსაფრთხოება.

ტესტირების ეტაპის გავლის შემდეგ მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით ამ ეტაპზე მომეტებული საფრთხის მქონე სამუშაოთა ნუსხაში შემავალი კომპანიებისთვის სავალდებულოა სამუშაო ადგილზე დასაქმებული ჰყავდეთ სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის. 2019 წლის 1 სექტემბრიდან კი აღნიშნული კანონი ყველა ბიზნეს სექტორზე გავრცელდება.