დასრულებული

შრომის მომავლის შესახენ კონფერენციაში ელგუჯა მელაძემ მიიღო მონაწილეობა

შრომის მომავლის შესახენ კონფერენციაში ელგუჯა მელაძემ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა  შრომის მომავლის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და პროფკავშირების ორგანიზებით გაიმართა.

მისასალმებელ სიტყვაში ბატონმა ელგუჯა მელაძემ მიმოიხილა ბიზნეს სექტორში არსებული მდგომარეობა შრომითი ურთიერთობების შესახებ. ასევე, წარმოადგინა ის გამოწვევები და პრიორიტეტები, რომლებიც აქტუალურია დღეს ბიზნესისთვის შრომის სექტორში.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მთავრობის, პარლამენტის, საერთშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ, მათ შორის თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სერგიუს გლოვაცკასი - შსო/ACTRAV ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფიცერი.

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სოციალური პარტნიორების წინაშე წარმოადგენს კერძო სექტორის ინტერესებს და მუშაობს ქვეყანაში ბიზნესის კეთებისათვის ლიბერალური პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის.