დასრულებული

1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის ყოლა ეკონომიკის ყველა დარგს მოეთხოვება

1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის ყოლა ეკონომიკის ყველა დარგს მოეთხოვება

ბიზნეს სექტორის აქტიური მოთხოვნიდან გამომდინარე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში 6 ივლისს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის  ახალი კურსი გაიხსნება.

ამ ეტაპზე საკითხი განსაკუთრებით აქტუალური, ვინაიდან შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის მიხედვით მიხედვით, 2019 წლის 1 სექტემბრიდან არა მხოლოდ საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, არამედ ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე გავრცელდება.

კანონის (შრომის უსაფრთხოების შესახებმუხლი 7.) თანახმად თითოეულ საწარმოს უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ სერტიფიცირებულ პროგრამას გაივლის.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს და ამ პროფესიას დაუფლების მსურველ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ კურსზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში 6 ივლისამდე.

130 საათიანი (1 თვე) სწავლების ბოლოს ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატი.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც პროგრამის აკრედიტაცია განახორციელა და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და ტრენერების, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და მრავალწლიანი გამოცდილების საშუალებით ამ ეტაპისთვის 300-ზე მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გადაამზადა.