დასრულებული

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა

"საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის ფარგლებში ახალი ჯგუფი გაიხსნა. სწავლება ორი თვე გაგრძელდება და ჯამში 130 საათს მოიცავს, რომლის დასრულების შედეგადაც გამოცდის საფუძველზე წარმატებულ კურსდამთავრებულებს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატები გადაეცემათ.

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას, რომლის მიზანია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა შეიძინონ საბაზისო ცოდნა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დასაცავად.

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამისადმი დაინტერესება მზარდია მას შემდეგ, რაც 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების კანონის ის პუნქტები, რომელიც ნებისმიერ ბიზნესოპერატორს ავალდებულებს სამუშაო ადგილზე წარმოდგენილი, ან მოწვეული ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს გავლილი უნდა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა და ფლობდეს შესაბამის სერტიფიკატს.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორს ახალ გამოწვევებზე საპასუხოდ სთავაზობს არა მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამას, არამედ საკონსულტაციო, აუდიტორულ, აუთორსინგულ მომსახურებას და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის (ISO 45001) სტანდარტის დანერგვას.