დასრულებული

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გადასამზადებული აკრედიტებული პროგრამა

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გადასამზადებული აკრედიტებული პროგრამა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადასამზადებელი აკრედიტებული პროფრამის ფარგლებში ახალი ჯგუფი გაიხსნა.

კურსის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები გადამზადდებიან შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ აიმაღლებენ კომპეტენციას სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთლობის პირობების ეფექტური მართვისთვის.

პროგრამის, რომელიც 130 სასწავლო საათს მოიცავს, დასრულების შედეგად მსმენელს ექნება სპეციფიკური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოთხოვნებისა და სტანდარტების შესახებ. კურსის მონაწილე ასევე შეძლებს, შეაფასოს დასაქმებულია და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები. ასევე, მას შეეძლება უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების მენეჯერების აკრედიტებული პროგრამა, მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას და მას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ტრენერები და ექსპერტები უძღვებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სრულად აღჭურვილია თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი რესურსით.

დამსაქმებელათა ასოციაცია შრომის უსაფრთხობის მიმართულებით კომპანიებს სრულ მომსახურებას სთავაზობს არა მხოლოდ სპეციალისტის გადასამზადებელი კურსის, არამედ გრძელვადიანი აუთსორსინგული, საკონსულტაციო, აუდოტორულ და სასწავლო-სატრენინგო მიმართულებით.