არადაანონსებული 2019-11-28 10:20

შრომითი ურთიერთობები

შრომითი ურთიერთობები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროპის შრომისა და დასაქმების სფეროში არსებული სტანდარტების პოპულარიზაცია ინდუსტრიულ ურთიერთობებში

სატრენინგო პაკეტი მოიცავსშრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (შემდეგში „შსო“) და ევროპის კავშირის მიერ დადგენილი შრომისა და დასაქმების სტანდარტების პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას და დახმარებას სამეწარმეო სუბიექტებისა და ასევე ადგილობრივი სოციალურ პარტნიორებისთვის, საქართველოს რეგიონების მიხედვით.

სატრენინგო მოდულის ძირითადი მიზანი და მისი სტრუქტურა:

  • ხელი შეუწყოს შრომის საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს შრომის კანონმდებლობის ნორმების გამოყენებას შრომით ურთიერთობებში განსაკუთრებით ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტისას;

  • ხელი შეუწყოს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას საწარმოს, სექტორისა და რეგიონალურ (მუნიციპალურ) დონეებზე;
  • აამაღლოს ტრენინგის მონაწილეთა ცოდნისა და ინფორმაციულობის დონე, ასევე განავითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
  • განავითაროს კოლექტიული მოლაპარაკებებისა და შრომითი დავების ცივილური მეთოდებით გადაწყვეტის შესაძლებლობები;
  • მოხდეს სადავო ნორმების განხილვა და საუკეთესო პრაქტიკის რანგში მონაწილეებმა მიიღონ სარეკომენდაციო შინაარსის კონსულატაციები;
  • თემატიკასთან თანხვედრაში კონკრეტულად მოხდეს შსო-სა და ევროკავშირის კონვენციებისა და დირექტივებით განსაზღვრული ნორმების გაცნობა და პერსპექტივაში მათით ხელმძღვანელობის შესაძლებლობის განსაზღვრა.

წინამდებარე მოდული კომბინირებულია თეორიული (სატრენინგო დროის დაახლოებით ¼,) და პრაქტიკული სწავლების სესიებით, შესაბამისი ტესტებით.

ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრში, ისე დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე. ტრენინგები აგებულია სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს როგორც ლექცია-სემინარების ფორმატს, ისე დისკუსიებსა და პრაქტიკულ ქეისებს.

 ტრენინგის ფორმატი:

 სატრენინგო კურსის ხანგრძლივობა მოიცავს ორ სრულ დღეს 10:00 – 18:00.

მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სერტიფიკატები.