Finished

შრომის ინსპექციასა და დამსაქმებელთა ასოციაციის წევრს კომპანიებს შორის შეხვედრა გაიმართა

შრომის ინსპექციასა და დამსაქმებელთა ასოციაციის წევრს კომპანიებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სსიპ  შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარ შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძესა და დამსაქმებელთა ასოციაციის წევრს კომპანიებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა სამუშაო სივრცეში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების ახალი ტექნიკური რეგლამენტის განხილვას.

„ბიზნესსა და შრომის ინსპექციას შორის მსგავსი ტიპის შეხვედრები ინფორმირების და პოზიციების გაცვლის მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი წევრი კომპანიებისთვის, რათა, ერთი მხრივ, დაიცვან თანამშრომელთა უსაფრთხოება, ხოლო, მეორე მხრივ, მომზადებული შეხვდნენ ინსპექტირების პროცესს და თავიდან აირიდონ მოსალოდნელი გაფრთხილებასა და ფინანსურ სანქციებს,“ – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

შეხვედარში ბიზნეს სექტორის 50-მდე კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა და კითხვა-პასუხის რეჟიმში საშუალება ჰქონდათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე მიეღოთ პასუხები კომპეტენტური პირებისგან.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და შრომის ინსპექციას შორის სოციალური პარტნიორობის ფარგლებში მსგავსი ტიპის შეხვედრები სისტემატიურად იმართება.