Finished

შრომის უსაფრთხოება - პრაქტიკული სწავლება

შრომის უსაფრთხოება - პრაქტიკული სწავლება

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს როგორც, თეორიული ისე პრაქტიკული სწავლება.

კურსის მონაწილე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობისთვის საჭირო უნარები გააუმჯობესეს.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით სრულად აღჭურვილია იმ რესურსებით, რომლებიც საჭიროა პრაქტიკული სწავლებისთვის.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 130 საათიან სწავლებას გადიან და სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში გადაეცემათ სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის აღნიშნული სერტიფიკატის ფლობას შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მოითხოვს და კონტროლდება შრომის ინსპექციის მიერ.