Current

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს - სასტუმროებისა და რესტორნებისთვის

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს - სასტუმროებისა და რესტორნებისთვის
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით დაგეგმილია ორდღიანი სემინარი თემაზე:  „შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს“ - ადგილობრივი მოთხოვნები და საერთაშორისო პრაქტიკა სასტუმრო, სარესტორნო ინდუსტრიაში.

სემინარს წარუძღვება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სერტიფიცირებული ტრენერი - ნუგზარ მელაძე.

სემინარი გაიმართება მიმდინარე წლის 2-3 ივლისს, 11:00 - 13:00 საათზე.

 

სემინარის მიზანია:


სემინარის მიზანია კომპანიებისთვის სფეროების გათვალისწინებით სრული ინფორმაციის მიწოდება არსებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესახებ, ასევე როგორ უნდა დააკმაყოფილონ რეკომენდაციები და აწარმოონ შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა თავიდან აიცილონ საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებული პრობლემები, დასაქმებულთა და სხვა მხარეების დაინფიცირების რისკები და ფულადი ჯარიმები.
სემინარზე განსახილველი საკითხები:

  • რა არის ვირუსი?
  • ტერმინთა განმარტებები;
  • საჭირო აღჭურვილობა;
  • თანამშრომლების ქცევის წესები;
  • მომხმარებლის ქცევის წესები;
  • ინსტრუქციები;
  • გავრცელების არეალი;
  • პრევენცია;
  • საიზოლაციო სეგმენტის მოწყობა;
  • შესაბამისი რეკომენდაციები და კანონები;
  • საჭირო ჟურნალების შექმნა–წარმოება;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა.

სემინარზე დასწრება თავისუფალია!

სემინარზე დასწრების მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ ბმულზე რეგისტრაცია.

რეგისტრაციის შემდეგ ელ-ფოსტაზე მიიღებთ ტრენინგზე დასასწრებ ბმულს.

დღის წესრიგი