Finished

სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის პრაქტიკული მეცადინეობა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის

სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის პრაქტიკული მეცადინეობა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში კურსის მონაწილეებისთვის სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის პრაქტიკული სწავლება გახორციელდა.

სწავლება მოიცავდა სიმაღლეზე სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციულ ღონისძიებებს ისეთ გარემოში, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე.

სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის სასწავლო მოდული დაფუძნებულია შრომის უსაფრთხოების კანონს და სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის ტექნიკურ რეგლამენტს. შესაბამისად, კურსის მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და გაიუმჯობესეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები არსებული მოთხოვნების შესაბამისად.

 აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალურობიდან გამომდინარე, აღნიშნული მოდულის სწავლების ფარგლებში დამატებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემოთავაზებულ მასალებსაც იყენებს.