Announced 2023-01-18 18:00

ტრენინგი თემაზე: „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პრაქტიკული კურსი“

ტრენინგი თემაზე: „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პრაქტიკული კურსი“

 

ტრენინგის მიზანია: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ შესასრულებელი სამუშაოების მიმართულებით იმ  პრაქტიკული ცოდნის მიცემა, რომელიც საჭიროა შრომის უსაფრთხოების სისტემის  მართვისა და სრულფასოვანი დოკუმენტაციის შექმნისათვის.

 

ტრენინგის სამიზნე ჯგუფი: არსებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომელთაც გავლილი აქვთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი აკრედიტებული კურსი და გააჩნიათ საბაზისო ცოდნა შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის, სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხების შესახებ.

 

ტრენინგის თემატიკა:

12 საათი – თეორიული სწავლება

  1. ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ
  2. რისკების შეფასების პროცესი სამუშაო ადგილზე;
  3. უბედური შემთხვევის მოკვლევა აღრიცხვა ანგარიშგება;
  4. სიმაღლეზე მუშაობა;
  5. შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია, დოკუმენტაციის სახეები და დანიშნულება:
  • პოლიტიკა;
  • შრომის უსაფრთხოების გეგმა;
  • საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო გეგმები;
  • ტრენინგების აღრიცხვა/დოკუმენტირება;
  • ბრძანებები;
  • მონიტორინგის/ინსპექტირების აქტები;
  • აღჭურვილობის ინსპექტირების აქტები/ოქმები.

24 საათი  –  პრაქტიკული სწავლება

  1. შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტისა და შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა;
  2. რისკების შეფასების დოკუმენტის შედგენა
  3. საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო გეგმების შედგენა;
  4. უბედური შემთხვევის მოკვლევის დოკუმენტების შედგენა;
  5. ტრენინგის მატრიცის, განხორციელების გეგმისა და სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა;
  6. შრომის ინსპექციათან ურთიერთობა, მითითებების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა;
  7. სამუშაო პროცესში არაარსებითი, არსებითი კრიტიკული შეუსაბამობების დოკუმენტირება და მენეჯმენტისათვის ანაგრიშგება;
  8. აღჭურვლობისა და ინვენტარის შემოწმების აქტების შედგენა;
  9. კონტრაქტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობების ძირითადი პირობებისა და კრიტერიუმების შედგენა;
  10. განვლილი მასალების რეზიუმე / შეჯამება;

 

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  1. შეაფასონ ორგანიზაციაში არსებული მართვის სისტემის ეფექტიანობა და ნაკლოვანებები, შეიმუშავონ შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებები;
  2. მოახდინონ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემის დანერგვა ყველა საჭირო კრიტერიუმის გათვალისწინებით;
  3. შეიმუშავონ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტაცია რომელიც მოიცავს:
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტისა და შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა;
  • რისკების შეფასების დოკუმენტის შედგენა;
  • საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო გეგმების შედგენა;
  • უბედური შემთხვევის მოკვლევისა და ანგარიშგების დოკუმენტის შედგენა;
  • ტრენინგის მატრიცის, განხორციელების გეგმისა და სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა;
  • შრომის ინსპექციის, მითითებების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტირება;
  • სამუშაო პროცესში არაარსებითი, არსებითი, კრიტიკული შეუსაბამობების დოკუმენტირება;
  • აღჭურვლობისა და ინვენტარის შემოწმების აქტების შედგენა;
  • კონტრაქტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობების ძირითადი პირობებისა და კრიტერიუმების შემუშავება და დოკუმენტირება;

 

სწავლების დროს გამოყენებული მეთოდები:

  • გუნდური და ინდივიდუალური დავალებები;
  • გამოცდილების გაზიარება ქეისებით;
  • პრაქტიკული მაგალითები;
  • დისკუსია;
  • ინდივიდუალური მუშაობა;
  • პრაქტიკული რჩევები.

 

ტრენერი:

თაჯირ მამედოვი  – შრომის უსაფრთხოების სფეროში,  20 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექსპერტი, კომპანია UNIX DEVELOPMENTIS შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ აკრედიტებული ტრენერი.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 36 საკონტაქტო საათი, კვირაში სამი დღე, ოთხშაბათი-ხუთშაბათი-პარასკევი, 18:00 სთ-დან  – 21:00 სთ-მდე.

 

ტრენინგის დაწყების დრო და ადგილი:

18 იანვარი, 2023 – მის:  ა. ბელიაშვილის 106 სართ. 3 (მიონის ბიზნეს ცენტრი)

ტრენინგის ღირებულება:

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის  –  600 ლარი

ასოციაციის არაწევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის   – 800 ლარი

 

შენიშვნა  – ტრენინგის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი

 

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე – https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdJ6qg5sAsTrX6u6pMdL_reFvWcroMF4TcgCGr4s4Na995tmg/viewform

Registration