Notannounced 2019-11-20 15:25

რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე

რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე

სატრენინგო პროგრამის მიზანს, რომელიც ხორციელდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) რეკომენდაციების საფუძველზე, წარმოადგენს საწარმოში/ორგანიზაციაში  სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, რისკების განსაზღვრის/შეფასების, მათი შემცირების ან აღმოფხვრის მეთოდებისა და სისტემური მიდგომების შესწავლა. პროგრამა პრაქტიკული გამოყენებისაა და ასეთი სისტემის დანერგვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია.

ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრში, ისე დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე. ტრენინგები აგებულია სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს როგორც ლექცია-სემინარების ფორმატს, ისე დისკუსიებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს.

 

ტრენინგის ფორმატი:

სატრენინგო კურსის ხანგრძლივობა მოიცავს ორ სრულ დღეს 10:00-18:00.

მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სერტიფიკატები.