დასრულებული

დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები შრომის ინსპექციის უფროსს შეხვდნენ

დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები შრომის ინსპექციის უფროსს შეხვდნენ

ბიზნეს გაერთიანება - „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და მისი აღსრულების წესის შესახებ წევრი კომპანიების ინფორმირების მიზნით მორიგი შეხვედრა გამართა.

ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე შრომის ინსპექციის უფროსმა ბექა ფერაძემ კერძო სექტორის კითხვებს უპასუხა. განსაკუთრებული ყურადღება სამუშაო დროის აღრიცხვის წესსა და შრომის უსაფრთხოების პირობების ინსპექტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამახვილდა, მათ შორის დისტანციური მუშაობის რეჟიმში მყოფი კომპანიების შემთხვევებში.

მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა ნამუშევარი დროის აღრიცხვის ფორმად თითის ანაბეჭდის, სახის ამომცნობი, GPS სისტემების და სხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებაში პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების შესაძლო დარღვევების გამოვლენის საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე უძღვებოდა.

დამსაქმებელთა ასოციაცია ონლაინ ფორმატის შეხვედრებს შრომის ინსპექციასთან და სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან სისტემატურად მართავს მიმდინარე აქტუალური საკითხების შესახებ წევრი კომპანიების ინფორმირების მიზნით.