დასრულებული

პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი

პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების აუთსორსინგული მომსახურების კომპანიების წარმომადგენლებისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები:

·         პირველადი გადაუდებელი დახმარების ჩატარება არასამედიცინო პერსონალის მიერ;

·         სისხლდენების ტიპის შეფასება და მართვა;

·         ტრავმების/მოტეხილობების მართვა და პროცედურები;

·         გარემოს მავნე ფაქტორების დროს - მზის დაკვრა, მოყინვა, ელექტრო ტრავმა, გველის ნაკბენი, მტვერი და ა.შ. პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა;

·         სასუნთქ გზებში უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში პირველადი დახმარება;

·         სხვა.

 

ტრენინგი მოიცავდა  თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მულაჟების გამოყენებით, ასევე შემთხვევების განხილვას, ფოტო და ვიდეო მასალას.

 

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.