დასრულებული

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი დამსაქმებელთა ასოცაიაციის წევრ კომპანიებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი დამსაქმებელთა ასოცაიაციის წევრ კომპანიებს შეხვდა

შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებებისა და 2021 წელს გამოვლენილი დარღვევების შესახებ ბიზნეს სექტორისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ახალ რეგლამენტზე, რომლებიც 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. კერძოდ, სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნებსა და ნიშნების განთავსების წესს.

ახალი რეგლამენტის ისეთ საკითხებს არეგულირებს, როგორებიცაა:

  • შენობების მედეგობა და კონსტრუქციული სიმტკიცე
  • სახანძრო უსაფრთხოება
  • საევაკუაციო გზები და გასასვლელები
  • საფრთხის შემცველი ადგილები
  • ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები, ასევე, სატვირთო პლატფორმები და პანდუსებთან დაკავშირებული საკითხები
  • ასევე განსაზღვრულია დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები, მათ შორის: მიკროკლიმატი, განათება, ვენტილაცია.
  • მინიმალური მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულთა და ორსული ქალებისათვის.

შეხვედრას, რომელსაც 80-ზე მეტი კომპანია ესწრებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორისთვის მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს სისტემატიურად მართავს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან.