დასრულებული

„ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის ტრენინგი ჩატარდა

„ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის ტრენინგი ჩატარდა

შპს „ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთოების ექსპერტი დავით ჩიჯავაძე უძღვებოდა.

სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის ტრენინგი დაფუძნებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტიზებულ მოთხოვნებს სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობასთან მიმართებაში.

შპს „ენგურჰესის“ თანამშრომლებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია შემდეგი მოდულების მიხედვით:

  • სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის წესები, თანმიმდევრულობა და პასუხისმგებლობები; მოთხოვნები დაცვის სისტემებისა და აღჭურვილობისადმი;
  • კვანძები და მათი შეკვრა; თოკები და მათი ტიპები (თოკის გადაკიდება);
  • ვარდნისგან დამცავი სისტემები;
  • ზოგადი და სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები;
  • აღჭურვილობის მოვლა;
  • მოთხოვნები კიბეებისადმი (SOP1) და სხვა.

გარდა თეორიული ნაწილისა, ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ სწავლებას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა შეასრულეს სიმულაციურ სავარჯიშოები.