დასრულებული

ტრენინგი შრომის უსაფრთხოების საკითხებში

ტრენინგი შრომის უსაფრთხოების საკითხებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართა კომბინირებული ორდღიანი ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოება რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე.

სატრენინგო პროგრამის მიზანი:
- კომპანიებისთვის საწარმოში არსებული სახანძრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების შესწავლა;

- სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების იმ აუცილებელი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესწავლა, რომელიც უნდა ჰქონდეს შემუშავებული ნებისმიერ კომპანიას, მიუხედავად მისი სიდიდისა.

- ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა უნდა შეძლონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და საევაკუაციო სქემების შემუშავება.

- საწარმოში/ ორგანიზაციაში სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, რისკების განსაზღვრის/შეფასების, მათი შემცირების ან აღმოფხვრის მეთოდებისა და სისტემური მიდგომების შესწავლა.

აღსანინშავია, რომ პროგრამა პრაქტიკული გამოყენებისაა და ასეთი სისტემის დანერგვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია.აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პირობებისთანამედროვე სტანდარტების და მიდგომების დანერგვა, საშუალებას იძლევა არა მხოლოდპერსონალის უსაფრთხოებისგარანტიებს, არამედ ხელს უწყობს კომპანიის შემოსავლებისზრდას.
კერძოდ:

✅იზრდება შრომის პროდუქტიულობა;
✅მცირდება მოცდენები და გაცდენები;
✅იზრდება შრომის მოტივაცია;
✅მცირდება ტექნიკური საშუალებების დაზიანებები და მათ აღდგენაზე დანახარჯები;

ტრენინგს ესწრებოდნენ საწარმოების/ორგანიზაციების ტექნიკური მენეჯერები და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტები.

ტრენინგზე განხილული იყო ყველა ის მოთხოვნა და რეგულაცია, რომლებიც მოქმედებაშია და რომლის საფუძველზეც განხორციელდება შრომის პირობების მონიტორინგი.

ტრენინგს უძღვებოდა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ცენტრის ILO–ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის) სერტიფიცირებული ტრენერი დავით ჩიჯავაძე.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები!

ბიზნეს გაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" სისტემატურად მართავს ტრენინგებსა და კონსულტაციებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კომპანიების გაძლერების მიზნით.