შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა

აკრედიტებული კურსი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის შესახებ:              

              საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც შრომის უსაფრთხოების  შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მოსამზადებელი პროგრამა შეიმუშავა და საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტაცია გაიარა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განსაზღვრულია ჯანდაცვის  მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

            შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის შესაბამისად მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაში მყოფი კომპანიები ვალდეული არიან, რომ  იქ დასაქმებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს გავლილი ჰქონდეს აღნიშნული აკრედიტებული პროგრამა და ფლობდეს შესაბამის სერტიფიკატს. ხოლო 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნული საკითხი სავალდებულო ხდება ნებისმიერი ბიზნეს ოპერატორისთვის.

            დამსაქმებელთა ასოციაციაში კურსები სისტემატურად გაიმართება და სერტიფიცირებით დაინტერესებულ  შრომის უსაფრხოების სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ აღნიშნული პროგრამა.

 

პროგრამის მიზანი:

 „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადება, საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისათვის.

  

პროგრამის სწავლის შედეგები:

 მსმენელს პროგრამის დასრულებისას:

 

  • აქვს სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში;
  • იცნობს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას;
  • შეუძლია შეაფასოს დასაქმებულისა და  სამუშაო  სივრცეში    მყოფი    სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები;
  • შეუძლია უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

პროგრამის მსმენელი შეიძლება იყოს არანაკლებ საშუალო განათლების მქონე პირი 18 წლის ასაკიდან.

 

პროგრამა განკუთვნილია:

კომპანიების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის,  ჟინრებისთვის, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირებისთვის.

  

პროგრამის სწავლების მეთოდოლოგია:

 პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

 

პროგრამის ხელმძღვანელები:

დავით ჩიჯავაძე

მაია გოგაშვილი

ზურაბ გარდაფხაძე

ნუგზარ მელაძე

გიორგი კობახიძე

  

პროგრამის მოდულები:

  •  შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში;
  •  შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
  • საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მართვა, საკონტროლოო ღონისძიებები საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით;
  • სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება;
  • პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი;
  • ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება;
  • პირველადი სამედიცინო დახმარება;
  • ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები;
  • საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები;
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები;
  • შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორები;
  • სიმაღლეზე მუშაობა;
  • ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში;
  • შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში;
  • შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში;
  • შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში;
  •  შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში;
  • შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში;


სწავლების ენაქართული 

  

პროგრამის დაწყების დრო:

 პროგრამა არის სამთვე-ნახევრიანი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

  

ჩატარების ადგილი:

 ა. ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი, სართ.3 (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრი);

  

ფასები და პირობები:

კურსის გავლის ღირებულება 

იურიდიული პირებისთვის 1770 ლარი დღგ-ს ჩათვლით

ფიზიკური პირებისთვის - 1500 ლარი

  

პროგრამის დასრულებისას შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტირებული სერტიფიკატები.

 კურსზე დასწრებით დაინტერესების შემთხვევაში გადმოტვირთეთ სარეგისტრაციო ფორმა და შევსებული გადმოაგზავნეთ თქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მობ.: +995 597 18 66 44

ელ-ფოსტა: office@employer.ge; info@employer.ge.