დაანონსებული 2022-07-06 19:00

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

კურსის მიზანია:

აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივებისთვის სავალდებულო გამოცდაში.

კურსის სილაბუსი

1. შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში;

2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”;

3. „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;

4. ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით;

5. საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში;

6. საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა;

7. საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება;

8. პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი;

9. ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები;

10. საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები;

11. ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები;

12. უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები  სამუშაო სივრცეში;

13. გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

საევაკუაციო გეგმა;

14.  გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში;

15.  ტვირთის გადატანა;

16.  სიმაღლეზე მუშაობა;

17.  აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები;

18.  შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას;

19. ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები;

20.სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა;

22. შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში;

23. შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში;

24. შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში;

25. შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას;

26. შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში;

 

კურსის სამიზნე ჯგუფი:

არსებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომელთაც ეწურებათ სერტიფიკატის მოქმედების ვადა.

კურსს წარუძღვებიან:

გიორგი დონდუა – საერთაშორისოდ აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების ექსპერტი/აუდიტორი;

ნიკოლოზ აბუთიძე – შრომის სამართლის ექსპერტი/ტრენერი.

გამოყენებული პრაქტიკული მეთოდები:

  • პრაქტიკული საკითხების განხილვა;
  • სხვადასხვა პრაქტიკული კაზუსები;
  • სიმულაციური გამოცდები;
  • პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და სხვა.

კურსი ჩატარდება, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში,
( მის: ა. ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი სართ. 3)

კურსის ღირებულება – 500 ლარი (დღგ-ს გარეშე)

კურსის დაწყების თარიღი 6 ივლისი, 19:00 საათი.

სწავლის დღეები – ოთხშაბათი-ხუთშაბათი-პარასკევი.

კურსის დასრულების თარიღი 26 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით!

ნინი გელაშვილი – 597186644
ელ-ფოსტა: 
ngelashvili@employer.ge

რეგისტრაცია