არადაანონსებული
2019-11-28
10:00
შრომის კანომდებლობა
შრომის კანონმდებლობაში,ცვლილებების შემდეგ შრომითი ურთიერთობების რეგულირების ფარგლებში, ვადიანი კონტარქტების საკითხები ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში
ტრენინგის თემატიკა:
- ზეპირი ხელშეკრულებების გამოყენების შესაძლებლობა და მისგან წარმოშობილი პრობლემა - შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-7 მუხლის შინაარსისას ხელშეკრულების შესაძლო ბათილობის საკითხი;
- განსაზღვრული ვადით ხელშეკრულების გაფორმების კონკრეტული შესაძლებლობები და ხელშეკრულებების წყვეტადობის საკითხი;
- ვადიანი კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობები და მისი საკანონმდებლო გამონაკლისების საკითხი, მათ შორის რეორგანიზაციის ან თვალთმაქცური გარიგებების იდენტიფიცირების საკითხები;
- ინდივიდუალური ხელშეკრულების, შინა განაწესისა და კოლექტიური შომითი ხელშეკრულების ურთიერთთავსებადობის საკითხები;
- დასაქმებულებთან ერთდოულად რამდენიმე ხელშკრულების გაფორმების შესაძლებლობა და მისი შედეგები;
- ხელშეკრულების არსებითი პირობების სავალდებულობა და მისი დამსაქმებლისათვის არსებული შემბოჭავი შინაარსი. (გამოსავლები და პრობლემები პრაქტიკაში);
- 2013 წელს შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მომენტისათვის არსებული შრომითი ხელშეკრულებების მოქმედების ვადებთან მიმართებით საკანონმდებლო რეგულირება და მისგან წარმოშობილი საკთხები.
პროგრამის შინაარსი და მიზანი:
- საქართველოში მოქმედი კომპანიების მენეჯმენტისა და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირებისათვის შრომითი ურთიერთბების ხანგრძლივობის რეგულირებისას სადავო ნორმების განმარტება და პრაქტიკაში კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის გზების გამოძებნა;
- პრაქტიკული უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერება შრომითი ურთიერთობების ხანგრძლივობის საკითხების წარმოებისას;
- ეროვნულ დონეზე მხარეთა არსებული მიდგომები კანონმდებლობის კიდევ უფრო შეცვლის თაობაზე;
- მენეჯმენტის წარმომადგენელთა პრაქტიკული უნარების გამომუშავება და გაუმჯობესება კონკრეტული ტიპიური მაგალითების განხილივის შედეგად.
- ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის
სატრენინგო ცენტრში, ისე დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე. ტრენინგები აგებულია სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს როგორც ლექცია-სემინარების ფორმატს, ისე დისკუსიებსა და პრაქტიკულ ქეისებს.
ტრენინგის ფორმატი:
სატრენინგო კურსის ხანგრძლივობა მოიცავს ორ სრულ დღეს 10:00 – 18:00.
მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სერტიფიკატები.
Copyright © 2019 | Created By Integral.