დაანონსებული 2020-07-24 11:00

შრომითი ურთიერთობები პოსტ კრიზისულ პერიოდში და რეორგანიზაციის მართვა

შრომითი ურთიერთობები პოსტ კრიზისულ პერიოდში და რეორგანიზაციის მართვა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ დაგეგმილია სემინარი თემაზე:"შრომითი ურთიერთობები პოსტ კრიზისულ პერიოდში და რეორგანიზაციის მართვა"

სემინარს გაუძღვებიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები შრომით სამართალში.


სემინარის მიზანია:
კომპანიის წარმომადგენლებისთვის კრიზისების დროს შრომითი ურთიერთობების მოგვარების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, ადგილობრივი ბიზნესის და დამსაქმებლების მიერ შესაბამისი სახელშეკრულებო და ეკონომიკური რისკების თავიდან აცილებისა და შემცირების მიზნით.


სემინარზე განსახილველი საკითხები:
✓ ფორს-მაჟორის განმარტება და მისი ზეგავლენა შრომით ურთიერთობებზე;
✓ რეორგანიზაციის დაწყება, შეტყობინება, ობიექტური კრიტერიუმების შედგენა,
სასამართლო პრაქტიკა;
✓ შრომის კოდექსის არსებული რედაქცია შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა, შრომითი
ურთიერთობების შეჩერება;
✓ კრიზისების დროს შრომითი ურთიერთობების მოგვარების საუკეთესო საერთაშორისო
პრაქტიკა;

სემინარზე დასწრება თავისუფალია


სემინარში მონაწილეთა რაოდენობა: 15 მონაწილე

სემინარი გაიმართება მიმდინარე წლის 24 ივლისს, 11:00 საათზე, დისტანციურად Zoom-ის აპლიკაციაში.

სემინარზე დასასაწრებად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა shorturl.at/hmDI1


შენიშვნა: მონაწილეებს სემინარზე რეგისტრაციის შემდგომ დაეგზავნებათ სემინარზე დასასწრები შესაბამისი ბმული.

დღის წესრიგი

 

რეგისტრაცია