არადაანონსებული 2020-07-30 11:00

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს - სამედიცინო სექტორისთვის

შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს - სამედიცინო სექტორისთვის

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, დაგეგმილია ორდღიანი სემინარი თემაზე:  „შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს“ (ადგილობრივი მოთხოვნები და საერთაშორისო პრაქტიკა) სამედიცინო სექტორში.

სემინარის მიზანია:

სემინარის მიზანია კომპანიებისთვის სფეროებისა და საქმიანობების გათვალისწინებით სრული ინფორმაციის მიწოდება არსებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესახებ, ასევე როგორ უნდა დააკმაყოფილონ რეკომენდაციები და აწარმოონ შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა თავიდან აიცილონ საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებული პრობლემები, დასაქმებულთა და სხვა მხარეების დაინფიცირების რისკები და ფულადი ჯარიმები.

ტრენინგის თემები:

✓ რა არის ვირუსი?

✓ტერმინთა განმარტებები;

✓ საჭირო აღჭურვილობა;

✓ თანამშრომლების ქცევის წესები;

✓ მომხმარებლის ქცევის წესები;

✓ ნიშნები და პიქტოგრამები;

✓ ინსტრუქციები;

✓ გავრცელების არეალი;

✓ პრევენცია;

✓ საიზოლაციო სეგმენტის მოწყობა;

✓ შესაბამისი რეკომენდაციები და კანონები;

✓ საჭირო ჟურნალების შექმნა–წარმოება;

✓ საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა

სემინარს წარუძღვება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სერტიფიცირებული ტრენერი - ნუგზარ მელაძე.

სემინარი გაიმართება მიმდინარე წლის 30-31, ივლისს,  11:00 - 13:00 საათზე დისტაცნიურად Zoom-ის აპლიკაციაში.

შენიშვნა: მონაწილეებს სემინარზე რეგისტრაციის შემდგომ დაეგზავნებათ სემინარზე დასასწრები შესაბამისი ბმული.

სემინარზე დასწრების მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ ბმულზე  რეგისტრაცია